2025 წლის 20 იანვარს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის
ს/ს ინსტიტუტი ჩაატარებს კონფერენციას: „ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში“(VIII).
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართული ლიტერატურის პრობლემატიკით დაინტერესებულ ყველა მსურველს.
მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების სათაური მცირე ანოტაციასთან ერთად განსახილველად უნდა წარმოადგინონ ა. წ. 30 დეკემბრამდე.
კონფერენციის სამეცნიერო კონსულტანტი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე.
კონფერენციის კოორდინატორები:
თსუ მეცნიერ-მკვლევარი ირმა მაკარაძე. მობ.: 577 252518
თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის უფროსი სპეციალისტი თამარ მელიქიძე. მობ.: 558 483828
თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის სპეციალისტი კოტე ლომიძე. მობ.: 579 136011.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თსუ, ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #13;
ელ. ფოსტა: lomidze.kote1@gmail.com.